რუსეთი ფსონს საქართველოსა და უკრაინაზე დებს - კრის მერფი

გამოქვეყნდა:

რუსეთი დებს ფსონს, რომ საქართველოსა და უკრაინის ეკონომიკისა და პოლიტიკის დესტაბილიზაციას შეძლებს, ისინი ეტაპობრივად დანებდებიან და გააკეთებენ ისეთ არჩევანს, რომ კრემლის გავლენის ქვეშ სრული დაპყრობის გარეშე აღმოჩნდებიან, - ამის შესახებ სენატრი კრის მერფი სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე საუბრობს, სადაც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენა მიმდინარეობს.

...მილიარდებს ვხარჯავთ სამხედრო თავდაცვაზე ევროპაში, მაშინ, როცა საქართველოსა და უკრაინის რეალური სისუსტე რუსეთის რუსეთის შესაძლებლობაში გამოიხატება, რომ მათი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. შემდეგი ბიუჯეტის განხილვის დროს, იმედი მაქვს, გავითვალისწინებთ და დავაყენებთ მოთხოვნებს იმის შეფასებაზე, რამდენად ეფექტურია ეს ფულადი სახსრები ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა განათლება, მედიის დამოუკიდებლობა, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, - ამბობს სენატორი მერფი.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი