ჯორჯ კენტმა სენატში თქვა ნუ იტყუებიან, ცუდია, დავიღალეთო - პაპუაშვილი ოპოზიციას

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის აზრით,  სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯორჯ კენტი სენატის წინაშე საჯაროდ არ დაეთანხმა ოპოზიციურ პარტიებსა და კრიტიკულ მედიებს, ასევე, "სირცხვილიას", ჯგუფ "თავისუფლების გამავრცელებელ საზოგადოებას და "მისთანათა წევრებს", იმის შესახებ რომ რომ "ოცნება" რუსეთის აგენტია.

"ანუ, ეგენი ყველა, ძალად მედასავლეთეები, აგერ უკვე რამდენი წელია, უბრალოდ ტყუილებს ლაპარაკობენო, რომ თავის მომხრეები გააგიჟონ და გადარიონო, თითქოს, აი რუსი მოდის და არიქა ხალხო დავირაზმოთ... გვირაბი გავთხაროთ... კარვები გავშალოთ... ხეობები ჩავხერგოთ... და გავათავისუფლოთ (...რაღაცა მაინც, ვიღაცისგანო).

 ანუ მატყუარები არიანო. ცუდია ეგო. ნუ იტყუებიანო. დავიღალეთო", - წერს შალვა პაპუაშვილი.

მისი თქმით, აღარ დაწერს როგორ აღნიშნეს სენატში, რომ ოპოზიციის პარლამენტის გარეთ ყოფნით რუსეთი ხარობს.

შეგახსენებთ, რომ 23 მარტს ამერიკის სენატში საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე დებატები გაიმართა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი