მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ზედიზედ მე-4 კვირაა იზრდება - WHO

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ზედიზედ მეოთხე კვირაა მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. მათივე განცხადებით, გასულ კვირას გლობალურად 3,3 მილიონი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

WHO, ასევე წერს, რომ 6-თვიანი კლების შემდეგ, დაფიქსირდა 60 000-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა. ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, დასავლეთ წყნარი ოკეანის, ევროპისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში ფიქსირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევებიდან თითქმის 80% ევროპასა და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი