"ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, იზიარებს იმ პოზიციას, რომ დღეს პოლიტიკური თვალსაზრისით ჩიხური მდგომარეობაა, თუმცა მისივე შეფასებით, ეს ხელოვნური კრიზისია, რომელსაც ოპოზიცია ქმნის.
"გუშინ, დიახ, კრიტიკული ხაზიც იყო, მე ამას არ დავინახავდი როგორც კრიტიკულ ხაზს. მე ამას შევაფასებდი, როგორც საქართველოს მეგობრების სურვილს და რჩევას, რომ საქართველომ კიდევ უფრო მეტ სიმაღლეებს მიაღწიოს დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. საქართველო ზუსტად იმიტომაა ჩვენი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომ მან წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ არის ერთგული პარტნიორი და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი ერთ-ერთ რთულ რეგიონში", - თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ 23 მარტს ამერიკის სენატში საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე დებატები გაიმართა.
ამავე თემაზე: