"ვერ ვხვდები რა უხარია "ქართულ ოცნებას" - ვაშაძე სენატის დებატებზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი გზავნილია, რომ მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას" აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ქვეყანა გამოიყვანოს პოლიტიკური კრიზისიდან, რადგან ეს კრიზისი აზიანებს სახელმწიფოს, ხალხს და ემსახურება რუსეთის ინტერესებს", - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, აშშ-ის სენატში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გამართულ დებატებს.

ვაშაძის განცხადებით, გაუგებარია რა უხარია მმართველ გუნდს, მაშინ როდესაც პარტნიორის მხრიდან მსგავსი ნეგატიური განცხადებები გაკეთდა.

"ვერ ვხვდები რა უხარია "ქართულ ოცნებას" მაშინ,  როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ გვქონია მსგავსი ნეგატიური გზავნილები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. სენატორები საუბრობდნენ, რომ თუ დემოკრატიამ არ იმუშავა, საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკური წევრობის შანსს. ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მაღალი ინტერესი და ჩართულობა ნაკარნახევია არა "ქართული ოცნების" მხარდაჭერით, როგორც ხელისუფლება ცდილობს რომ გაასაღოს, არამედ საქართველოს წარმატებისა  და დახმარების სურვილით" - თქვა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, გუშინდელ მოსმენაზე საუბარი იყო, მართლმსაჯულების სისტემაზე ოლიგარქიული გავლენის ზრდაზე და ნიკა მელიას დაკავებით უკან გადადგმულ ნაბიჯზე. ვაშაძის თქმით, ამერიკამ ხაზგასმით თქვა, რომ ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნები მიუღებელი დემოკრატიული სამყაროსთვის.

შეგახსენებთ, რომ 23 მარტს ამერიკის სენატში საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე დებატები გაიმართა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი