ჩვენი დაწესებულება არაა კავშირში, პასპორტიც ყალბდება, ფულიც - PCR კვლევის ყალბი ცნობები

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, იმერეთში პირმა ორ მოქალაქეს ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, 200 ლარის სანაცვლოდ, დაუმზადა და გადასცა ახალი კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები.

"არც ჩვენი დირექტორი ყოფილი, არც ეს დაწესებულება, არ არის ამ ცნობებთან კავშირში. ფულიც ყალბდება, პასპორტებიც ყალბდება, არიან გამყალბებლები. ასეთი ცნობა, რომელიც წაიღო ვიღაცამ, არის სხვა დაწესებულებებიც, სხვების ფორმითაც შეიძლება ამის გაყალბება, წაიღო ვიღაცამ, გააკეთა ანალოგური კომპიუტერზე და და გამოიყენა ეს", - თქვა დაწესებულების თანამშრომელმა. 

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით, წინასწარ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული შეუვსებელი თაბახის ფურცლები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი