ოპოზიციას გაულაწუნეს და ყურები დაახიეს - ზარქუა სენატზე

გამოქვეყნდა:

"ჩემი აზრით, ამით არა მხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურები დაახიეს კიდეც", - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, აშშ-ის სენატში გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.

ზარქუას თქმით, "2012 წლიდან მოყოლებული "ქართულ ოცნებას" არასდროს გადაუხვევია ერვოატლანტიკური კურსიდან".

"მეორე მესიჯი და განსაკუთრებით ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმის ხაზგასმა სენატორებისგან, რომ საქართველოში პარლამენტს გარეთ არსებული ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. ეს ნათლად იყო ხაზგასმული და ჩემი აზრით, ამით არა მხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურები დაახიეს კიდეც", - თქვა ზარქუამ.

მისივე თქმით, "საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს" და აშშ-ის სენატზე ამის შესახებ არაფერი თქმულა. ზარქუას განცხადებით, "მთავარი არის ის, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა".

შეგახსენებთ, რომ 23 მარტს ამერიკის სენატში საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე დებატები გაიმართა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი