შემიძლია ვთქვა სუს-ის მაღალჩინოსნების გვარები - ვაგიფ აქპეროვი შანტაჟსა და თვალთვალზე

გამოქვეყნდა:

მსულიმთა რელიგიური სამმართველოს ყოფილი შეიხმა ვაგიფ აქპეროვი, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტთან ერთად, თანამდებობიდან იძულებით გადაყენების თაობაზე პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს და მის მიმართ ზეწოლაზე, შანტაჟზე და თვალთვალზე კიდევ ერთხელ საუბრობს:

"გულაშვილის ამბავი იყო 21-ში მე 2013 წლიდან ვიძახი, რომ სუს-ში დამიბარეს, მითხრეს, თუ არ დაგვემორჩილები და არ წახვალ, ან არ ითანამშრომლებ ჩვენთან წახვალ სახლში. ამისთვის გვაქვს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. შემიძლია ვთქვა სუს-ის მაღალჩინოსნების გვარები, ძალიან ბევრი იყვნენ. მე ვუთხარი, სუფთა ვარ, რაც გინდა ის მიქენით, მაშინ სისხლის სამართლის საქმეს აღვძრავთო. ჩამომითვალეს რა შეუძლიათ გააკეთონ", - ამბობს ვაგიფ აქპეროვი.

აქპეროვი და TDI-ის წარმომადგენლები საქმის თაროდან ჩამოღებასა და მის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.

2021 წლის 21 მარტს "მთავარი არხის" გადაცემა "პოსტ ფაქტუმში" გავიდა სიუჟეტი, სადაც შსს-ს ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის ინტერვიუს მიხედვით, ვაგიფ აქპეროვის კომპიუტერზე ვირუსული ფაილი ფარულად ჩაიტვირთა აქპეროვის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ფარულად მოპოვების მიზნით.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი