უპრეცედენტო პასიურობაა ვაქცინაციის მიმართ, უდიდესი სკეპტიციზმი - ცერცვაძე

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვიდა და უწყვეტად შემოვა მასობრივი ვაქცინაცია ვერ ხერხდება.

"საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა შემოვიდა და უწყვეტად შემოვა უპრეცედენტო პასიურობაა ვაქცინაციის მიმართ, უდიდესი სკეპტიციზმი და ფაქტიურად მასობრივი ვაქცინაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება. და მეორე, ხალხი გათამამდა, აღარ ასრულებს მინიმალურ რეგულაციებს, განსაკუთრებით პირბადეების ტარებაზე", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, ერთი თვის წინ პირბადის ტარების მაჩვენებელი 70% იყო, ახლა კი 42%-ია რაც საგანგაშო ნიშანია.

მისი განცხადებით, საქართველოს ახლა ორი სცენარი აქვს:

  • უარს ამბობს სკეპტიციზმზე და ერთვება მსხვილმასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში, პარალელურად ვიცავთ რეგულაციებს.
  • გრძელდება სკეტიციზმი, არ ვიცრებით, "დღეში 3-4 000 ადამიანი უნდა იცრებოდეს".
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი