
ითქვა, რომ ეს არის პრობლემები, რომელსაც "ქართული ოცნება" არ მოაგვარებს, შეუქცევად უბედურებაში ჩავარდება ქვეყანა - ასე აფასებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე აშშ-ის სენატში გუშინ გამართულ მოსმენას.
ხაზგასმით იქნა ნათქვამი "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობის თაობაზე. ხაზგასმით თქვეს, რომ ეს კრიზისი მმართველმა გუნდმა უნდა მოაგვაროს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება იყო ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი. ითქვა, რომ ეს აშორებს იმ ფასეულობებს, რაც დეკლარირებული აქვს, მართალია მხოლოდ ფასადურად, იგივე "ქართულ ოცნებას" ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ითქვა, რომ ეს არის პრობლემები, რომელსაც "ქართული ოცნება" არ მოაგვარებს, შეუქცევად უბედურებაში ჩავარდება ქვეყანა. მეტი რა უნდა თქვან, სხვა სიტყვებით და უცენზურო სიტყვებით, სენატში ნამდვილად არ ლაპარაკობენ", - ამბობს ნინო ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, რომ 23 მარტს ამერიკის სენატში საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე დებატები გაიმართა.
ამავე თემაზე: