გაფლანგვის, მოსყიდვის, ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტი არ დასტურდება - TI-ს დასკვნა ნიკა გვარამიას ბრალდების საქმეზე

გამოქვეყნდა:

ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქემზე შეფასებას აქვეყნებს. 

"ნიკა გვარამიას ბრალდება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორობისას მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. საქმის მასალების შესწავლის შედეგად, ასევე საქართველოს კანონმდებლობის, სასამართლო პრაქტიკის, იურიდიული დოქტრინისა და საქმეში არსებული ფაქტების მხედველობაში მიღებით, არ დასტურდება ნიკა გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და  გამოყენების ფაქტი", - წერს ორგანიზაცია.

მათივე განცხადებით, ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდება ვერ პასუხობს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული ფულის გათეთრების დანაშაულის ნიშნებსა და მის კონვენციურ შინაარსს.

TI წერს, რომ გვარამიას ბრალდებასთან დაკავშირებული გარემოებების ჯეროვანი შეფასება მნიშვნელოვანია როგორც პირთა უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის, აგრეთვე სასამართლო პრაქტიკის შემდგომ განვითარებისათვის.

ორგანიზაცია იმედს იტოვებს, რომ სასამართლო კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი