
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 24 მარტს, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულები გამოიკვლიეს.
ნიკა გვარამიას ადვოკატის თქმით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც არაერთხელ დადასტურდა, როგორც მოწმეთა ჩვენებებით ასევე წერილობითი მტკიცებულებებით. დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ პროცესი ნიკა გვარამიასა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება.
გამოკვლევის შედეგად, ბუნებვრივია, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ამ საქმეში, რომელიც დაადასტურებს ნიკა გვარამიას ბრალეულობას, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არანაირი დანაშაული არ არის ჩადენილი. რეალურად, ამ საქმის წარმოება ერთადერთ მიზანს ატარებს - ეს არის თავისუფალი მედიის დევნა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივაციით, რათა სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ჰქონდეს გავლენა და არ შეძლებოდა მას თავისუფალი მედიასაშუალების მენეჯერობა, - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.