დიპლომატის აღიარება - რატომ გადადგა ნატა საბანაძე

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური დემარში და არადიპლომატიურად ხისტი განცხადება, რომლითაც ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა პოსტი დატოვა. ნატალია საბანაძემ "ქართული ოცნების" ხელისუფლება დემოკრატიული კურსის გადახვევასა და ქვეყნის არასწორი მიმართულებით განვითარებაში ფრანგული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადანაშაულა.

ღია და საჯარო მხილების შემდეგ "ქართული ოცნება" ერთი მხრივ ელჩსა და მმართველ გუნდს შორის დაპრიპირების უარყოფას ცდილობდა და თან დიპლომატს თავს ესხმოდა. 

მმართველი გუნდის ოპონენტები კი დარწმუნებულები არიან, რომ საბანაძის გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი "ოცნების" რეალური მიზნებია, რომელიც დემოკრატიული ხელისუფლების იმიჯის მორგებას ცდილობს.

"ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ პროევროპელია, მაგრამ ამის თქმა არ არის საკმარისი. პროევროპელი უნდა იყო", - ამბობს საბანაძე საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოცემასთან, ლე მონდთან
საუბრისას.

ცნობისთვის, ევროკავშირში საქართველოს უკვე ყოფილი ელჩი, ნატა საბანაძე 21 მარტს გადადგა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი