გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ადვოკატები დღეს, 25 მარტს, პროკურატურას განცხადებით მიმართავენ. უფლებადამცველები ახალციხეში მდებარე კლინიკა "იმედში" ინვენტარიზაციის ჩატარებას ითხოვენ. მათ აინტერესებთ ჰქონდა თუ არა სამედიცინო ცენტრს შესაბამისი პირობები და გაეწია თუ არა ექთანს დროულად პირველადი დახმარება.
"ჩვენ გვაქვს კითხვა, მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციის შემდეგ გაეწია თუ არა დროული სამედიცინო დახმარება. ჰქონდა თუ არა კლინიკა იმედს შესაბამისი ინვენტარი, პოსტვაქცინაციის პერიოდში, გართულების შემთხვევაში, რომ აღმოეჩინა შესაბამისი დახმარება. ამ ეტაპზე ჩვენ გვსურს, რომ გადმოგვცენ ყველა დოკუმენტი, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოპოვებული დოკუმენტაცია, რომელიც დღეის მდგომარეობით არსებობს სისხლის სამართლის საქმეში. ჩვენთვის უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ახალციხეში", - ამბობს, ნინო ამაღლობელი, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი.
ამასთან, უფლებადამცველის მტკიცებით, პროკურატურა მათთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს. ადვოკატების თქმით, საგამოძიებო უწყებამ მათთან კონტაქტი და თანამშრომლობა შეწყვიტა.
27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.
იხილეთ ასევე: