გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, პროკურატურა საქმის მასალებს მალავს და უფლებადამცველებთან არ თანამშრომლობს. ნინო ამაღლობელი, საგამოძიებო უწყებისგან კონკრეტული მტკიცებულებების გადაცემას მოითხოვს.
"გამყარებული ეჭვი გვაქვს, რომ პროკურატურა კონკრეტულ მასალებს ამაგრებს საქმეზე რომელიც ჩვენთვის გადმოცემული არ არის და იმალება ადვოკატებისთვის კონკრეტული მტკიცებულებები. შესაძლოა ხდება, მოწმეებზე ზეწოლა და მათი ჩვენებების შესაბამისობაში მოყვანა. რისთვისაც საჭიროა გონივრული დრო.", - ამბობს ნინო ამაღლობელი, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი.
კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც ადვოკატები საუბრობენ - გავრცელებული ინფორმაციით, ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ მეგი ბაქრაძეს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.
ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრმა ინფორმაცია მედიისგან შეიტყო და ამბობს, რომ სპეციალური ჯგუფი შეისწავლის, რამდენად შეესაბამება სიმართლეს.
გარდაცვლილი ექთნის ადვოკატები დღეს პროკურატურას მიმართავენ.
27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.