
პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის სენატში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე გამართულ დებატებზე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ სენატორების განცხადებით ოპოზიციის მხრიდან ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა.
"მე მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო აშშ-ს სენატს და სახელმწიფო დეპარტამენტს, კონკრეტულად ბატონ ჯორჯ კენტს, გაკეთებული შეფასებებისთვის, სამართლიანი შეფასებებისთვის და ობიექტურობისთვის, ეს ერთი. აღნიშნული მოსმენა და იქ გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო არის აშშ-სთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფო ჩვენს რეგიონში.
ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა აღნიშნული განცხადებებით, და რაც მთავარია დასრულდა ის ერთგვარი აბსურდული ბრალდებები და ცილისწამებები, სპეკულაციები ნებსიმიერ თემაზე, რომელიც გვესმოდა ოპოზიციისგან", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციას 2 არჩევანი დარჩა: პირველი - გაითვალისწინონ პარნტიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში "დაასრულონ ხელოვნური კრიზისი და მასკარადი" და მეორე - მარგინალიზაციის გზით სიარული.
შეგახსენებთ, რომ 23 მარტს ამერიკის სენატში საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე დებატები გაიმართა.
ამავე თემაზე: