
ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა ბრიუსელში საქართველოს ელჩის, ნატა საბანაძის გადადგომას ეხმაურება და წერს, რომ მომხდარის გამო სინანულს გამოხატავს.
"8 წლის განმავლობაში ბრიუსელში თქვენ ბევრი რამ გააკეთეთ საქართველოსა და ვეორკავშირის დაახლოებისთვის. არავინ იცის უკეთ რა რთული იყო ეს, მაგრამ შენი გატაცებით და ერთგულებით ვიზალიბერალიზაცია მოხდა", - წერს ანა ფოტიგა.
ის საბანაძეს მომავალშიც "დიდი საქმეების" კეთებას უსურვებს.
ნატა საბანაძემ თანამდებობა 21 მარტს დატოვა. გადადგომიდან რამდენიმე დღის შემდეგ მან დუმილი დაარღვია და Le Monde-თან ინტევიუში თქვა, რომ - ხელისუფლება აცხადებს, რომ პროევროპელია, მაგრამ მხოლოდ თქმა საკმარისი არ არის. საბანაძემ ამავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ "ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებასთან უთანხმოება ჰქონდა".