კიდევ ერთი მეწყერსაშიში ზონიდან, ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან, სადაც ნაპრალი უკვე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, ხალხი საცხოვრებელი სახლებიდან გარბის. ვაშლიჯვრის მოსახლეობის ნაწილი პანიკაშია.
ბროწეულას ქუჩის მცხოვრებლები ღამეებს ათენებენ და ყოველწუთიერად მეწყრის დაძვრის მოლოდინში არიან. მათ შიშებს უკიდურესად აძლიერებს ბიძგები, რომლებსაც ისინი გამუდმებით გრძნობენ. ეს ბიძგები იმდენად აშკარაა, რომ შეშინებული ადგილობრივების ნაწილმა საცხოვრებელი უკვე გამოიცვალა, ისინი კი ვისაც წასასვლელი არ აქვს, ღამე ღია ცის ქვეშ არიან დარჩენილი.
ამავე თემაზე: