
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მონაწილეობა მიიღო ევროსაბჭოს დაგეგმილ სამიტში და აშშ-ევროკავშირის საერთო საგარეო ინტერესებს შორის სამხრეთ კავკასია და რუსეთი დაასახელა.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მთავრობის მეთაურებთან შეხვედრაზე, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლზ მიშელი თავმჯდომარეობდა, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაძლიერების შესახებ.
ბაიდენმა გამოთქვა სურვილი, რომ ევროკავშირთან ერთად იმუშაოს საერთო საგარეო პოლიტიკურ ინტერესებზე, მათ შორის ჩინეთსა და რუსეთში. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ საჭიროა თურქეთთან, სამხრეთ კავკასიასთან, აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ ბალკანეთში აშშ-ევროკავშირის თანამშრომლობის გაგრძელება.
მისი განცხადებით, ძლიერი ევროკავშირი აშშ-ის ინტერესებშია და ორივე მხარეს საერთო დემოკრატიული ღირებულებები, მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობა აქვთ.
ბაიდენმა საერთო გამოწვევებად დაასახელა COVID-19-თან ბრძოლა, კლიმატის ცვლილების საშიშროების მოგვარება, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და იმის უზრუნველყოფა, რომ დემოკრატიებმა და არა ავტოკრატიებმა დაადგინონ წესები.
ამის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა twitter-ზე დაწერა, რომ ერთმანეთის მხარდამხარ ევროკავშირმა და ამერიკამ შეუძლია აჩვენონ, რომ დემოკრატია მოქალაქეთა დაცვის საუკეთესო საშუალებაა და ხელს უწყობს ღირსებასა და კეთილდღეობას.