„ევროპული საქართველო“ მთავრობას ეკონომიკის სრულად გახსნისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

„ევროპული საქართველო“ მთავრობას, 8 მაისიდან, ეკონომიკის სრულად გახსნისკენ მოუწოდებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მთავრობას გონივრული წესების შემოღებას ურჩევს, რომლითაც ქვეყნის ეკონომიკა მინიმალურად დაზარალდება.

მისი შეფასებით, დღეს მოქმედი საგანგებო მდგომარეობა და მასთან ერთად დაწესებული შეზღუდვები შერჩევითია.

ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული გამოსვლის გეგმა არის ნელი ტემპის, გაუაზრებელი და დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, „ევროპული საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, ერთი კვირის შემდეგ, 8 მაისს, გახსნას ეკონომიკა, გასხსნას ყველა ბიზნესი და ყველა მოქალაქეს მისცეს ოჯახის შენახვის შანსი, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხელისუფლებას კომენდანტის საათის გაუქმებისკენაც მოუწოდა. ბოკერია ქალაქებს შორის თავისუფლად გადაადგილებასა და საჰაერო სივრცის გახსნასაც ემხრობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი