ახალი დტეტალები ჩუმლაყში მოხადრი მკვლელობის საქმეზე - "მთავარის" ინფორმაციით,  დაპირისპირების მიზეზი წარსულში მომხდარი მკვლელობაა.

საქმე ეხება 16 წლის წინ მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც გუშინდელი შემთხვევისას დაჭრილმა მალხაზ ბადუაშვილმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჩაცხრილა  ვანო ტურიაშვილი.

2 პირი, რომელიც დღეს შსს-მ დააკავა, სწორედ ტურიაშვილის ნათესავები არიან. 

16 წლის წინ მოკლული ვანო ტურიაშვილის მამა,  ამბობს, რომ არ იცის, უკავშირდება თუ არა გუშინდელი შემთხვევა შურისძიებას:

"პირდაპირ მოვიდა უკნიდან და მალხაზ ბადუაშვილმა ესროლა ჩემს შვილს. ეს იყო 2005 წელს. ამ საქმეზე დაჭერილი ჩემი ბიძაშვილის შვილები არიან. ვერ გეტყვით შურისძიების მიზნით ესროლეს თუ არა, არ ვიცი. მაგას, ბადუაშვილს ბევრი მტერი ჰყავს საერთოდ", - ამბობს ვანო ტურიაშვილის მამა.

გუშინ, 25 მარტს, მალხაზ ბადუაშვილი, რომელსაც სოფელში კრიმინალურ ავტორიტეტად მოიხსენიებენ, საკუთარი ავტომობილით, საკუთარ სასაოფლო-სამეურნეო ნაკვეთში, მუშახელთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც ორმა პირმა ცეცლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. სროლის დროს დაიღუპა ერთი პირი  - იმედა ჩიქობავა, ხოლო დაიჭრა სამი ადამიანი. მათ შორის ბადუაშვილიც.

დაჭრილები გურჯაანის საავადმყოფოს რენიმაციულ განყოფილებაში არიან. ბადუაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ექიმის განცხადებით, ის შესაძლოა ხვალ გაწერონ. მეორე დაჭრილის მდგომარეობას მედიკოსები მძიმედ აფასებენ. 

სამართალდამცველებმა ჩუმლაყში მომხდარზე, დღეს 2 პირი დააკავეს. ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, კალაშნიკოვის სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

მკვლელობა ჩუმლაყში - სავარაუდოდ, სამიზნე აერიათ
 

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი