კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ ყველა განსხვავებული აზრით დავინტერესდები - წულუკიანი

გამოქვეყნდა:

ახალ დანიშნული კულტურის მინისტრი კიდევ ერთხელ პირდება ყველას, რომ ყველა განსხვავებული აზრით დაინტერესდება. გარდა ამისა, ის დაინტერესდება რა ტიპის განსხვავებულ აზრს გამოთქვამენ.

"ამიტომ რაც არ უნდა ეს ვიღაცას არ მოსწონდეს, რომ მე ამით დავინტერესდები, კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ ყველა განსხვავებული აზრით დავინტერესდები, და დავინტერესდები რა ტიპის განსხვავებული აზრია ეს, ეს არის უბრალოდ ჩემი ქართული ოცნების კუთვნილების გამო ზიზღი და კრიტიკა, ანუ უფასო კრიტიკა, რაც ყველას უფლებაა, და ამას მე ხელს ვერ შევუშლი, თუ ეს არის განსხვავებული აზრი, რომელიც მიზნად ისახავს საქმის უკეთესად კეთებას", - თქვა თეა წულუკიანმა. 

წულუკიანმა აღნიშნა, რომ ბერია არაა და ცენზურისთვის არ დაუნიშნავთ, მაგრამ ის, რომ სისტემა  შეიქმნება 2X2 ოთხია. 

მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურის ახალ მინისტრად დანიშნა სფეროს წარმომადგენლებში ამას კრიტიკა მოჰყვა. ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი