არ არის ცენზურა, მაგრამ ის რომ სისტემა შეიქმნება, ეს არის 2X2 ოთხი - წულუკიანი

გამოქვეყნდა:

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახალი მინისტრი, თეა წულუკიანი მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ ბერია არაა და ცენზურისთვის არ დაუნიშნავთ. მისივე თქმით, ის ყოველთვის დაინტერესდება იმ ადამაინებით, ვინც მის მიმართ განსახვავებულ აზრს გამოხატავს, რომ გაიგოს არის თუა რა ეს "უფასო კრიტიკა". 

"არ არის ცენზურა, სად არის ცენზურა, მაგრამ ის რომ სისტემა შეიქმნება, ეს არის 2X2 ოთხი. მათ შორის ქალბატონ ანიტას მე მინდა ვუთხრა, რომ თუ არ იარსებებს სისტემა, სამინისტროს აპარატი კვალიფიციური კადრებით, თუ არ იარსებებს ფულის ხარჯვის სწორი წესი, მაშინ ვერ იქნებიან ისინი ხელშეწყობილები.

ამიტომ რაც არ უნდა ეს ვიღაცას არ მოსწონდეს, რომ მე ამით დავინტერესდები, კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ ყველა განსხვავებული აზრით დავინტერესდები, და დავინტერესდები რა ტიპის განსხვავებული აზრია ეს, ეს არის უბრალოდ ჩემი ქართული ოცნების კუთვნილების გამო ზიზღი და კრიტიკა, ანუ უფასო კრიტიკა, რაც ყველას უფლებაა, და ამას მე ხელს ვერ შევუშლი, თუ ეს არის განსხვავებული აზრი, რომელიც მიზნად ისახავს საქმის უკეთესად კეთებას", - თქვა თეა წულუკიანმა. 

მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურის ახალ მინისტრად დანიშნა სფეროს წარმომადგენლებში ამას კრიტიკა მოჰყვა. ამავე თემაზე:

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი