გელათის ცუდად გადახურვაში 2015-2020 წლებში 1 453 00 ლარი დაიხარჯა - ფლანგვის დეტექტორი

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, გელათის მონასტრის ცუდად გადახურვაში 2015-2020 წლებში 1 453 00 ლარი დაიხარჯა. მიუხედავად დახარჯული თანხებისა დღეს გელათის ტაძარი უმძიმეს მდგომარეობაშია, ნადგურდება უძველესი ფრესკები, ტაძარს არ აქვს დროებითი გადახურვა და ეკლესიაში წყალი ჩადის.

"ბოლოს, 2020 წლის ნოემბერში, 53,000 ლარი გელათის ტაძრის ბრეზენტით გადახურვაში დაიხარჯა, რამაც კვლავ დააზიანა ფრესკები ჰაერგაუმტარიანობითა და ნესტის წარმოქმნით.

ბრეზენტით გადამხურავი შპს "ბაგინეთი+"-ის ერთ-ერთი მფლობელი ააიპ "საქართველოს მემკვიდრეობის" დამაარსებელია, რომლის უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამოც გახდა საჭირო ტაძრის მეორედ გადახურვა.

მონასტერი დღემდე არ არის სათანადოდ გადახურული და წვიმის წყალი უძველეს ფრესკებს ანადგურებს", - წერს "ფლანგვის დეტექტორი". 

ორგანიზაციის ინფორმაციით:

  • 2015 წელს საქართველოს კულტურული დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 49 800 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმა ააიპ "საქართველოს მემკვიდრეობასთან", რომლის თანახმადაც ამ კომპანიას უნდა შეედგინა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვრო დოკუმენტი, გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ტაძრების გადახურვის სამუშაოებისთვის.
  • 2017 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა 1,350,000-ლარიანი ტენდერი, რომლის მიზანიც იყო გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვა, ცოკოლის და სადრენაჟო სისტემის მოწყობა. სადაც უკონკურენტოდ გაიმარჯვა შპს "ხელოვნების საერთაშორის ცენტრმა", რომელიც მის ქვეკონტრაქტორ კომპანია "იკორთა 2007"-თან ერთად შეუდგა სამუშაოების შესრულებას. ე.წ მოჭიქული კრამიტით ტაძრის გადახურვის გეგმამ არ იმუშავა, რის გამოც ტაძარში წყალი ისევ ჩავიდა და გამოუსწორებლად დაზიანდა უძველესი ფრესკები, რომელთა აღდგენაც შეუძლებელია.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი