
ლიეტუვას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი Facebook-ზე ვილნიუსში მცხოვრებ ქართველებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
სასიამოვნო მომენტი კუდირკას მოედანზე - ვილნიუსში მცხოვრები ქართველები მადლობას მიხდიან თავიანთ სამშობლოში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლისთვის. კრისტიან დანიელსონის ხელმძღვანელობითა და ევროკავშირის მედიაციით მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი თბილისში ორშაბათს იწყება. ვიმედოვნებ, დემოკრატია დაცული იქნება, - წერს პავილიონისი.