
"რუსეთი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედებს და ის "ადეკვატურად უპასუხებს" ნატო-ს საქმიანობას შავ ზღვაში", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორი იქნება რუსეთის შესაძლო პასუხი შავ ზღვაში ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებაზე, ზახაროვამ აღნიშნა:
"მოკლედ რომ ვუპასუხოთ, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, პასუხი ტრადიციულია - ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ".