გორის მერია პარტაქტივის, პოლიტიკური დავალებების შესრულებისთვის, ფულს ბიუჯეტიდან უხდის. არაერთი ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ გორის ბიუჯეტიდან 20 მილიონი იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებზე იხარჯება, სადაც "ქართული ოცნების" აქტივისტები არიან დასაქმებული და მათი რაოდენობა 3 000-ს აღწევს.  

რადიო "მოზაიკას" დირექტორი, გვანცა დოლუაშვილი ამბობს, რომ სამი წლის წინ განხორციელებული რეორგანიზაციის მიუხედავად, მერიაში აიპ-ების დაფინანსება და თანამშრომელთა რაოდენობა გაზრდილია.

"რეორგანიზაციის მონაპოვარი, თუკი უნდა ყოფილიყო საბიუჯეტო თანხების დაზოგვა და თანამშრომელთა შემცირება, რეორგანიზაციიდან სამი წლის მერე ჩვენ ვხედავთ, რომ აიპების დაფინანსება არის გაზრდილი და ასევე ყოველწლიურად იზრდება თანამშრომელთა რაოდენობა.

აუდიტის სახელმწიფო სამსახური ამბობდა, რომ აიპებში მუშაობენ არაკვალიფიციური ადამიანები ისინი, ვინც არ იციან კონკრეტულად, რა არის მათი ფუნქცია-მოვალეობები და ჩვენ დავინახეთ, რომ ამ აუდიტის დასკვნის შემდეგ იგივე ვითარება გვაქვს მუნიციპალურ აიპებში",- თქვა გვანცა დოლუაშვილი.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ გორი მერიაში. თავად გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი "მთავარი არხის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ოპოზიცია ამბობს, რომ საქმე ბიუჯეტის გაფლანგვას ეხება. მათივე თქმით, აუცილებელია, რომ დაინტერესდნენ საგამოძიებო ორგანოები და ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი