"მედიის ადვოკატირებისთვის" ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დაუყოვნებლივ შესრულებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ხელისუფლებას "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ და "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონების ცვლილებების თაობაზე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დაუყოვნებლივ შესრულებისკენ მოუწოდებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მედიის მარეგულირებელი სამართლებრივი დოკუმენტების ცვლილების პროცესი.

"მედიაკოალიცია საჯაროდ მოუწოდებს შესაბამის აქტორებს (საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და კომუნიკაციების კომისია) წარმოადგინონ ხედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად", - წერია განცხადებაში.

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" წევრი ორგანიზაციების შეფასებით, მედიის თავისუფლება, ბოლო წლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, არაერთხელ დადგა რისკის ქვეშ. თუმცა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მცდელობა არ აღმოჩნდა საკმარისი უარყოფითი ტენდენციების შესაჩერებლად.

"შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვენეციის კომისიის მითითებების ფონზე, სახელმწიფომ აღიაროს მედიის თავისუფლების როლი დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებაში და შეიქმნას კანონით დადგენილ მკაფიო გარანტიები გამოხატვის თავისუფლებით დამოუკიდებლად სარგებლობის მიზნით", - წერს ორგანიზაცია.

მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის მითითებების ფონზე, სახელმწიფომ აღიაროს მედიის თავისუფლების როლი დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებაში და შეიქმნას კანონით დადგენილი მკაფიო გარანტიები გამოხატვის თავისუფლებით დამოკიდებულად სარგებლობის მიზნით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი