თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ნაპოვნი 85 წლის ქალის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. ადგილზე სამსაათიანი საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია.
მეზობლები ამბობენ, რომ ქალის ყვირილი შემოესმათ, რომელიც შველას ითხოვდა და ამის შემდეგ გამოიძახეს პოლიცია. სამართალდამცველებმა სახლში შესვლა ვერ შეძლეს, რადგან ქალის შვილებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს, ამის შემდეგ საჭირო გახდა საგანგებო სიტუაცისების მართვის სამსახურის გამოძახება. გარდაცვლილი ქალის შვილები, რამდენიმე საათია, რაც გამოკითხვაზე იმყოფებიან.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ცნობისთვის, თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე 85 წლის ქალი მეზობლებმა გარდაცვლილი ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და ჭრილობები, სავარაუდოდ დანით ჰქონდა მიყენებული.
იხილეთ ასევე: