"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მალხაზ ჯალაღონია AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს.
დიდი მადლობა ოქსფორდ-ასტრაზენეკას, ჩვენს ევროპელ დონორებს, ჩემს მეგობრებს და კოლეგებს მხარდაჭერისთვის, - წერს ჯალაღონია.
ცნობისთვის, AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა ქვეყანაში 13 მარტს შემოვიდა.