მეგი ბაქრაძის სიკვდილის ქრონიკა - "მთავარმა არხმა" სკანდალური დოკუმენტები მოიპოვა

გამოქვეყნდა:

შოკისმომგვრელი დეტალები ტრაგიკულად გარდაცვლილი მედდის სამედიცინო ისტორიიდან - "მთავარმა არხმა" მოიპოვა დოკუმენტები, რომლებზეც ახლა გამოძიება მუშაობს და რომელზე დაყრდნობითაც პასუხი უნდა გაეცეს კითხვას - რამ მოკლა 27 წლის მედდა.  

დოკუმენტაციაში შესაძლოა გამოიკვეთოს ექიმების უპატიებელი შეცდომა, რომელმაც ჯერ მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, მოგვიანებით კი უკვე მისი სიკვდილი გამოიწვია.

არის კიდევ ერთი ძალიან საყურადღებო დეტალი. როგორც გავარკვიეთ, პაციენტს, რომელის გადარჩენას თითქმის 24 საათი ცდილობდნენ ექიმები, დაზიანებული ჰქონდა ელენთა, აღნიშნებოდა უმძიმესი შინაგანი სისხლდენა. საუბარია ერთ ლიტრამდე მოცულობის სისხლზე - რომელიც პაციენტის მუცელში დაგროვდა სწორედ იმ დროის განმავლობაში, ვიდრე თბილისში მოჰყავდათ. 

ახლა საკითხი ასე დგას - რომელი იყო სასიკვდილო ამ საბედისწერო შეცდომების სერიაში. თუმცა სისტემა ისევ ყველაფრის დამალვას ამჯობინებს.

ამავე თემაზე:

27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი