ახალი არჩევნები რომც დაინიშნოს, ოპოზიცია პარლამენტში მაინც არ უნდა შევიდეს - ნათელაშვილი

გამოქვეყნდა:

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი "მთავარი არხის" ჟურნალისტთან, თამარ ბაღაშვილთან, ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე არდათანხმების მიზეზს განმარტავს. თამარ ბაღაშვილმა მისი მესიჯი პირდაპირ ეთერში საკუთარ გადაცემაში "მთავარი დებატები" წაიკითხა. 

ნათელაშვილის განმარტებით, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაშიც არ უნდა შევიდნენ.

ოპოზიციის მიმართვას, არსებითად, მხარს ვუჭერ. ხელი არ მოვაწერეთ იმიტომ, რომ არ ვეთანხმებით ტექსტში პლებისციტის ხსენებასაც კი. მიგვაჩნია, რომ ახალი არჩევნები რომც დაინიშნოს, ოპოზიცია პარლამენტში მაინც არ უნდა შევიდეს. რადგან, ბოლოს და ბოლოს, განცხადებები გვაქვს დაწერილი გამოსვლაზე და ეს იცის მთელმა მსოფლიომ, - წერს ნათელაშვილი.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიები მზად არიან შევიდნენ პარლამენტში, თუ ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგება.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი