მოსახლეობამ მერიაში შეიტანა პეტიცია, ვაშლიჯვარში მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადებაზე

გამოქვეყნდა:

ვაშლიჯვრის მოსახლეობამ თბილისის მერიაში შეიტანეს სპეციალური პეტიცია, რომელსაც 4 874 ხელმომწერი ჰყავს. ისინი ითხოვენ, რომ ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიორიაზე მშენებლობებზე მორატორიუმი გამოცხადდეს და ადგილობრივები მეტად ინფორმირებული იყოს იმ საფრთხეებზე რაც მათ წინაშე დგას. 

"დღეს ჩვენ მოვედით მერიაში იმისთვის, რომ ჩავაბაროთ პეტიცია, რომელიც ვაშლიჯვრის მოსახლეობამ გავაკეთეთ. მეწყრის რისკი იყო ბოლო წვეთი იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, მოგვეთხოვა მოსახლეობას მორატორიუმი ვაშლიჯვარში მშენებლობებზე. მიგვაჩნია, რომ არის ძალიან უკონტროლო და საეჭვო ნებართვების მშენებლობები", - თქვა ერთ-ერთმა მცხოვრებმა. 

პეტიციაზე ხელმომწერები, ასევე, ითხოვენ, რომ შეიქნას დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელშიც ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები იქნებიან ჩართული, რათა ლისის ქედი სრულად გამოიკვლიონ.

ამავე თემაზე ადგილობრივები ხვალ, 28 მარტს აქციას გამართავენ. მოსახლეობის განცხადებით, ისინი აქციაზე თბილისის მერიას და გარემოს დაცვის სამინისტრო მეწყრული პროცესების მართვის გამჭვირვალობისკენ და მოსახლეობის ჩართულობისკენ მოუწოდებენ. ამავე თემაზე:

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი