
სენაკში გოგი წულაიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ პოლიტიკოსი უკანონოდ არის დაკავებული და ის პოლიტპატიმარია.
პარალელურად დღეს, 14:00 საათზე წულაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა გლდანის ციხესთან. წულაიას მხარდამჭერები ქუთაისიდან დედაქალაქში ავტოკოლონით ჩამოვიდნენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წულაია მე-8 დღეა შიმშილობს და მედიკამენტებს არ იღებს. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.