"დღეის მდგომარეობით, ბრალდებული პოლიტიკოსის გოგი წულაიას ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, სასიცოცხლო პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში", - ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელების.
განცხადების თანახმად გოგი წულაია, დაწესებულებაში შესვლის დღიდან შიმშილობს და "ამ დროისთვის იგი იმყოფება N8 დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდება სასიცოცხლო მონაცემების ყოველდღიური მონიტორინგი"..
გოგი წულაიას 25 მარტს, ჩაუტარდა ლაბორატორიული გამოკვლევები, სადაც პათოლოგიური ცვლილებები არ გამოვლენილა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.