მზად ვარ შევხვდე მხარეებს, როგორც პარტიებს, ასევე მედიატორებს - ლომჯარია

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მზადაა მედიაციის პროცესში ჩართულ მხარეებს შეხვდეს. მისი თქმით, ელოდება, რომ მეორე რაუნდზე შეთანხმება უნდა შედგეს.

"გუშინ მე გავაკეთე განცხადება მოლაპარაკების ახალ რაუნდთან დაკავშირებით და ასევე მზად ვარ შევხვდე მხარეებს, როგორც პოლიტიკურ პარტიებს ასევე მედიატორებს. მქონდა მათთან ცალეკული შეხვედრები და კომუნიკაცია. ჩემი როგორც სახალხო დამცველის პოზიცია არის ის, რომ იმ 6 პუნქტიან ჩარჩო-შეთანხმებაში რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მხარეებს წარუდგინა, არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. [...] ვფიქრობ აუცილებელია, რომ მოლაპარაკებების პროცესში ამ საკითხებზე იყოს შეთანხმება. მე ველოდები, რომ უნდა იქნას მიღწეული შეთანხმება", - თქვა ნინო ლომჯარიამ. 

მისი განცხადებით, თუ რომელიმე მხარე მოლაპარაკებების პროცესში ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ნაბიჯს არ გადადგამს, საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება ექნება იცოდეს ვინ იყო ის.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მედიაცია დღეს, 29 მარტს განაახლა. ის უკვე შეხვდა პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. მოგვიანებით დანიელსონი პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი