ნამახვანჰესზე ისტერია უნდა შეჩერდეს, სახელმწიფო ამისთვის ყველაფერს გააკეთებს - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით ისტერია უნდა შეჩერდეს და ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს. მან ჰესების უპირატესობის საჩვენებლად შვეიცარიის, იტალიის, საფრანგეთის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ მომავალში დიდ ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოც უნდა ჩაერთოს.

პრემიერის განცხადებით, ნამახვანჰესის კაშხალზე სამშენებლო სამუშაოები 9-12 თვემდე შეჩერდება.

"ნამახვანჰესი არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი და ჰესი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ჩვენი ქართველი მეცნიერების მიერ არის დამუშავებული წლების წინ, 30-40 წლის წინ არის დაწყებული მუშაობა ნამახვანჰესზე. ის აჟიოტაჟი ის ხმაური რაც არის დაწყებული აბსოლუტურად გაუგებარია მე მინდა ერთის მხრივ ვთქვა, მეორეს მხრივ, მოსახლეობა მოქალაქეები რომლებიც არიან გულწრფელად ჩართული ამ პროტესტში მინდა გავმიჯნო, ანგაჟირებული, უცხო სახელმწიფოების მიერ წახალისებული, ინსპირირებული მოქალაქეები, რაც არის საგანგაშო. დღეს ვხედავთ გამოკვეთილ ნიშნებს ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა 150 დღეზე მეტია ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებს და ხეობაში ღამეს ათენებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი