
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დღეს, 29 მარტს პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. პარტიის წევრები იმ საკითხებზე იმსჯელებენ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დატოვა.
"ახლა მივდივართ პარტიაში და პოლიტსაბჭო დღესვე გაიმართება. დამატებითი განხილვა გვექნება, მათ შორის პოლიტსაბჭოს ფორმატში და იქ დამატებით შევჯერდებით პოზიციებზე", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
კრისტიან დანიელსონს "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეხვედრა 3 საათზე ჰქონდათ ჩანიშნული, თუმცა "ქართული ოცნების" ლიდერებმა განაცხადეს, რომ მეორე ვიზიტი მედიატორთან 6 სათზე ექნებათ. ამ მიზეზით ენმ-სთან შეხვედრამ 7 საათისთვის გადაიწია.
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, კობახიძემ თქვა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან სავარაუდო შეთანხმების რამდენი დეტალი განიხილეს. მისი თქმით, 6 პუნქტიანი ჩარჩო-დოკუმენტიდან 2-3 პუნქტი განიხილეს, თუმცა დეტალებს ვერ დაასახელებს.
ამავე თემაზე: