მეგი ბაქრაძის ქმარს ემუქრებიან - ოჯახის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ტელეფონი ადვოკატებმა გამომძიებლებს რამდენიმე საათის წინ მიაწოდეს და ესაუბრნენ იმ საერთო "ჩათის" შესახებ, სადაც ექიმები კლინიკა "იმედიდან" გარკვეულ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ადვოკატები ამბობენ, რომ მიმოწერის დიდი ნაწილი წაშლილია და გამოძიებისგან მის აღდგენას ითხოვენ. 

ადვოკატები ამბობენ, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, მეგი ბაქრაძის ქმარს გარკვეული პირები დაკავებით ემუქრებიან. 

"ჩვენ უშუალოდ რომელი უწყების ან ვის მირ იქნა მუქარა ვერ დავკონკრეტდებით. ინფორმაციული კუთხით გამოდის, რომ ცალმხრივად ვთანამშრომლობთ საგამოძიებო უწყებასთან, ჩვენ ყველა ინფორმაციას ეს იქნება ზეპირსიტყვიერი თუ მტკიცებულებითი სტანდარტით, ვაწვდით საგამოძიებო უწყებას. 

უშუალოდ მაგ ნაწილშია მუქარაც, მანუჩარ კობახიძის მიმართ, რომ თუ ის არ გაჩერდება, მსვლელობა მიეცემა მეორე ნაწილში 187-ე მუხლს. მტკიცებულებები, რაც დღეის მდგომარეობით დაპირებული იყო საგამოძიებო უწყება, რომ უნდა გადმოეცა, ამ ეტაპზეც მივიღეთ უარი", - თქვა ადვოკატმა, ნინო ამაღლობელმა. 

მისი თქმით, უცნობია რა დრომდე გაგრძელდება უფლებადამცველების "საინფორმაციო ვაკუუმში" ყოფნა.

მუქარის ფაქტს ადასტურებენ გარდაცვლილი ექთნის ოჯახის წევრებიც. ამავე თემაზე: 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი