ადამიანების ციხეში ჩატოვებას მე ხელს არ და ვერ მოვაწერ - დავით ბაქრაძე

გამოქვეყნდა:

"ამ წუთშიც ძალიან პესიმისტურად ვარ" - დავით ბაქრაძე გადამწყვეტ მოლაპარაკებებამდე და კრისტიან დანიელოსნის საბოლოო დოკუმენტის მომზადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ამბობს, რომ ის არ მოაწერს ხელს შეთანხმებას, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს:

დათმობა რომ მოგვიწევს ფაქტია, თუ დავთანხმდით დოკუმენტს, ოღონდ გააჩნია რისი დათმობა. მე მაგალითად ადამიანების ციხეში ჩატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ უმძიმესი ფასი ექნება ამ შეთანხმების ხელის არმოწერას, ადამიანების ციხეში ჩატოვება ჩემთვის იქნება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომელსაც მე ხელს არ და ვერ მოვაწერ" ამბობს დავით ბაქრაძე "მთავარი არხის" ეთერში საუბრისას.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, როგორც ბაქრაძე ამბობს, იმის იუხედავად, რომ ახლა არჩევნების ჩატარება ქვეყანაში რთული იქნება, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ სიტუაცია დამშვიდდეს.

დავით ბაქრაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდეც გააკეთა განცხადება, რომ ის იმაზე პესიმისტურად არის განწყობილი, ვიდრე მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე იყო.

დანიელსონი კი საბოლოო დოკუმენტს ხვალ, 30 მარტს დადებს, რომელზეც პოლიტიკურმა პარტიებმა - ოპოზიციამ და "ქართულმა ოცნებამ" შეთანხმების შემთხვევაში ხელი უნდა მოაწერონ. ამით ხვალ ეს პროცესი დასრულდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი