პოლიტსაბჭოს შემდეგ "ოცნებაში" კომენტარები არ გააკეთეს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა ისე დასრულდა, რომ მმართველი გუნდის წევრებს კომენტარები არ გაუკეთებიათ.

რამდენიმე საათის განმავლობაში "ოცნება" სავარაუდოდ ევროპელ მედიატორთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისა და მოლაპარაკებების დეტალებზე მსჯელობდა.

პოლიტსაბჭოს ფორმატში შეკრებამდე "ოცნების" წარმომადგენლები სწორედ დანიელსონს შეხვდნენ და აუდიენციის შემდგ თქვეს, რომ მსჯელობას გუნდში გააგრძელებდნენ.

სულ კი "ოცნება" დანიელსონს დღეს ორჯერ შეხვდა, ორივე შეხვედრის შემდგ მმართველმა პარტიამ სათაო ოფისში გადაინაცვლა.

 კრისტიან დანიელსონი რამდენიმე საათში დადებს დოკუმენტსრომელსაც თანხმობის შემთხევვაში მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი