ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გოგი წულაიას შვილი, თემურ წულაია, Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ის, ამბობს, რომ გოგო წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სახალხო დამცველს მის მონახულებას სთხოვს.
"მამაჩემის, გოგი წულაიას ჯამრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამდენი დღის შიმშილობამ და მედიკამენტების მიუღებლობამ შედეგი გამოიღო , რაც გულის ოპერაციის ფონზე, ძალიან საგანგაშო შედეგია. დღეს ხელები გაშავებია და ოთახში წაქცეულა, რის გამოც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ყველაფერი ნათელია, დაჭერით დაიჭირეთ და ეწირება უსამართლობას, მაგრამ სიკვდილით მაინც ნუ მომიკლავთ მამას.
აქვე მინდა ვთხოვო სახალხო დამცველ ქ-ნ ნინო ლომჯარიას მოინახულოს ამჟამად N18 პენიტენციურ ჰოსპიტალში მყოფი მამაჩემი და მოისმინოს მისი აზრი , იქნებ რისთვის შიმშილობს 13 დღეა პოლიტიკოსი გოგი წულაია , რომელმაც რამდენიმე თვის უკან ძალიან მძიმე გულის ოპერაცია გადაიტანა და შეიძლება ნებისმიერ წამს კომაში ჩავარდეს", - წერს ის.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ამავე თემაზე: