ეს საქართველოს უფრო ძლიერს გახდის - შვედეთის ელჩი პარტიებს შეთანხმებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

საქართველოში შვედეთის ელჩი, ულრიკ ტიდესტრომი საქართველოში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციის პროცესს ეხმიანება.

ტიდესტორმი, Twitter-ზე წერს, რომ უერთდება მოწოდებას პარტიების მიერ შეთანხმების მიღწევის შესახებ.

"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, საქართველოში ევროპული მედიაციით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს. ვუერთდები მოწოდებას ყველა პარტიის მიმართ, რომ შეთანხმებას მიაღწიონ. ეს საქართველოს უფრო ძლიერს გახდის", - წერს შვედეთის ელჩი.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. მედიასთან საუბრისას მან განაცხადა, რომ 
კომპრომისზე წასვლა სიძლიერეს ნიშნავს... ეს იქნება ნიშანი, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს... 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი