თუ დოკუმენტში ასახული იქნება პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების თემა, ხელს მოვაწერთ - სამადაშვილი

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიცია შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს, თუ მასში ყველა ის საკითხი იქნება განხილული, რასაც მისი გეგმა შეეხებოდა. როგორც ის ამბობს, ოპოზიციის პოზიცია რიგგარეშე არჩევნებთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, კვლავ უცვლელია.

...სხვა რაიმე დეტალს ვერ გეტყვით, სანამ არ ვნახავთ დოკუმენტს და იმას თუ რა არის დოკუმენტში ასახული. მე შემიძლია დავადასტურო, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების თემის გარეშე და ვადამდელ არჩევნებთან მისასვლელი გზის შესახებ შეთანხმების გარეშე, ფართო პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება, - თქვა სამადაშვილმა.

სამადაშვილის აზრს იზიარებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც. "ევროპული საქართველოს" წევრის ლაშა დამენიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი შეთანხმებაზე არ წავა, დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრს, სერგო ჩიხლაძის თქმით კი, ოპოზიციისთვის შარლ მიშელის მიერ წარდგენილი ხუთივე პუნქტი მნიშვნელოვანია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი
დოკუმენტს, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციამ შეთანხმების შემთხვევაში ხელი უნდა მოაწერონ, პარტიებს დღეს წარუდგენს

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი