"ეს გირაო აღარ არსებობს. ესაა სამართლებრივი აბსურდი", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ბესიკ ბოგველის მიერ მელიასთვის გირაოს გადახდის ინიციატივა "ქართული ოცნების" ტრიუკია, რომელიც დასავლელ მეგობრებზეა გათვლილი.
რეალურად ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაო ბუნებაში აღარ არსებობს. იმიტომ, რომ როდესაც ხდება პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ამით უქმდება მანამდე მიღებული გადაწყვეტილება გირაოთი გათავისუფლების შესახებ. რაც გულისმობს იმას, რომ ფიზიკურად და ტექნიკურად შეუძლებელია ამ გირაოს გადახდა. ეს არის უბრალოდ "ქართული ოცნების" მიერ მოფიქრებული ტრიუკი, რომელიც გათვლილია ჩვენს დასავლელ მეგობრებზე, რათა წარმოაჩინონ, რომ თითქოს მათი მიზანი არ არის მელიას პატიმრობაში ყოფნა და მელიას გათავისუფლება დამოკიდებულია თვითონ მელიას ნებაზე. რაც შეეხება თავად გირაოს გადახდას ნებისმიერი სხვა პირის მიერ, კიდევ მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ეს გირაო აღარ არსებობს. ესაა სამართლებრივი აბსურდი, - ამბობს ნიკა მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
მისივე თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლების ორი ხერხი არსებობს: "ერთი - პროკურატურამ მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმება და შესაბამისად, გაუუქმდეს პატიმრობა. მეორე - სასამართლომ, რომელსაც ორი თვის ვადაში უწევს ამ გადაწყვეტილების გადახედვა, თვითონვე შეცვალოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ნიკა მელია".
ამავე თემაზე: