
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშს ეხმიანება და ამბობს, რომ ჩვენს პარტნიორებს აშშ-ში "ინფორმაცია ან ცალმხრივად აქვთ, ან არასრულყოფილად".
მისივე თქმით, ანგარიშში "შესაძლებელია იყოს კრიტიკული პოზიციაც დაფიქსირებული, თუმცა ანგარიშში გაცილებით უკანა დროით ასახული ფაქტებია".
"ეს შესაძლებელია იყოს განპირობებული, რომ ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს აშშ- ში ჰქონდათ ან ცალმხრივად, ან არასრულყოფილად, ხოლო საკომიტეტო მოსმენის დროს მკაფიოდ ვნახეთ, რომ ჩვენმა მეგობრებმა, ამერიკელმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს ის, რომ ყოველი დაკარგული დღე, როცა ოპოზიცია არ ასრულებს მოვალეობას და არ შემოდის პარლამენტში, ეს არის რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა, ასევე მკაფიოდ ითქვა, რომ ბატონმა მელიამ დაარღვია კანონი", - თქვა ღუდუშაურმა.