პოლიტპატიმრები, მედიის დევნა და გამოუძიებელი საქმეები - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოზე

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2020 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში საქართველოს შესახებ ვრცელი მიმოხილვაა.

დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა პოლიტიკურ პატიმრებსა და დევნილებს. საუბარია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე, ავთანდილ წერეთელსა და ნიკა გვარამიაზე. ასევე გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილზე, რომლებიც 8 მარტის შეთანხმებით გათავისუფლდნენ. ანგარიშში აღნიშნულია გიორგი რურუას საკითხიც, რომელიც ამ შეთანხმების დარღვევის შედეგად ჯერ კიდევ ციხეშია. 

დოკუმენტში წერია, რომ ამ დრომდე გამოუძიებელ საქმეებად რჩება 2019 წლის 20 ივნისს პოლიციის მიერ ძალის გადამეტება და 2017 წელს ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცება. 

სერიოზულ პრობლემადაა დასახელებული, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და რომ არსებობს  პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები. ასევე, ირღვევა შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი