დაუსაბუთებელი დაპატიმრებები - სახდეპის ანგარიშში "კარტოგრაფების საქმე" მოხვდა

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, სადაც საქართველოში, უფლებრივ მდგომარეობაზეა საუბარი, დაუსაბუთებელი დაპატიმრებების შესახებ ნაწილში,  ე.წ. კარტოგრაფების საქმეც მოხვდა.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ოპოზიცია "კარტოგრაფების საქმეს" პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და გამოძიების დაწყების დროზე ამახვილებენ ყურადღებას. 

მმართველი პარტიის წამყვანი წარმომადგენლების მხრიდან საქმის არჩევნებთან დაკავშირებამ ეს ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა. 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა წინასწარი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება, რაზეც დაცვის მხარემ განაცხადა, რომ გაასაჩივრებდა. საქმე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე ცხელი კონფლიქტის დროს გამოჩნდა, რამაც ისედაც არასტაბილურობისკენ მიმავალ სასაზღვრო რეგიონში დაძაბულობა კიდევ უფრო გაზარდა", - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. 

ამავე თემაზე:



 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი