"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ის ვინც პოლიტიკოს არაა, პოლიტიკური პატიმარი ვერ იქნება. ასე უპასუხა მან "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას საქმეზე დასმულ კითხვას.

"ვინც არ არის პოლიტიკოსი, ვერ იქნება პოლიტპატიმარი, მარტივი აქსიომაა, აქ ხომ რაღაც რთულ თემებზე არ ვსაუბრობთ. თუ ადამიანი არ არის პოლიტიკური, თუ არალეგალურად აფინანსებდა პოლიტიკას, მაშინ ეს სხვა დანაშაულია, მაშინ საერთოდ საუბარი ზედმეტია, "სირცხვილიაც" პოლიტიკური ორგანიზაციაა, ყველამ იცის", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

მისი განმარტებით, ამნისტია შეთანხმების ნაწილი იყო, თუმცა მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას მხოლოდ რეფორმების განხორციელებაზე იღებს. ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი