"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა კრიმინალური ავტორიტეტია, რომელსაც 2 500 ლარად უწოდებენ პოლიტიკურ პატიმარს.
"მე არ ვიცი თვითონ ოპოზიციონერებს ეშინიათ, თუ ასეთი თავხედური დღის წესრიგი აქვთ, რომ კრიმინალურ ავტორიტეტზე საუბრობენ, რომ ის არის პოლიტპატიმარი. ჩვენ გვყავს ქვეყანაში კრიმინალური ავტორიტეტი, გიორგი რურუა, რომელიც ამჟამად ზის ციხეში და ამ კრიმინალურ ავტორიტეტს 2 500 ლარად უწოდებენ პოლიტპატიმარს. ეს არის მოცემულობა", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
მისი აზრით, გიორგი რურუამ ფორმალურად ჩარიცხა 2 500 ლარი "ნაციონალური მოძრაობის არხზე".
"პოლიტპატიმარს უწოდებენ გიორგი რურუას, რომელიც ერთი რომ კრიმინალური ავტორიტეტია, მეორე პოლიტიკასთან მისი კავშირი ფიზიკურად არ არსებობს, პოლიტიკური მოტივაცია არ არსებობს მასთან მიმართებაში არანაირი", - თქვა მან.
ამ თემასთან დაკავშირებით, "ქართულმა ოცნებამ" ახალი მესიჯბოქსი შეიმუშავა, პარტიის წევრები ამბობენ, რომ ვინც პოლიტიკოსი არაა, ის პოლიტიკური პატიმარი ვერ იქნება. ამავე თემაზე: